აუდიტური კომპანია ,, კკ-ჯგუფი“ დაფუძნებულია 2008 წელს. დაფუძნების დღიდან კომპანია სტაბილურად ვითარდება და ერთ-ერთი წამყვანი ადგილი დაიმკვიდრა ქვეყნის აუდიტურ კომპანიათა შორის თანამედროვე მეთოდოლოგიით და მიდგომებით, სწრაფი რეაგირებით და ხარისხით.
კომპანია ,,კკ-ჯგუფის“ მომსახურების ფართო სპექტრი მოიცავს: ფინასური ანგარიშგების აუდიტს (IFRS), საგადასახადო აუდიტს, საბუღალტრო მომსახურებას, ქონების შეფასებას, იურიდიულ მომსახურებას, კონსულტაციებს, საგადასახადო დავებში მხარდაჭერას.
,,კკ-ჯგუფი“ მომსახურებას უწევს როგორც ადგილობრივ ასევე უცხოურ კომპანიებს მრავალწლიანი გამოცდილებით სხვადასხვა დარგებში: ენერგეტიკა, მშენებლობა, ვაჭრობა, მომსახურება, განათლება, ტრანსპორტი და სხვა.